The claim
ფეისბუქის მომხმარებელმა მზია ართმელაძემ გამოაქვეყნა მომხმარებელ Zura Jgenti-ს პოსტის სქრინშოტი, რომელზეც შავ პარკში გახვეული გვამებია ასახული. სქრინის წარწერის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები ქუჩაში “ცალი ხელით ეწყობოდა”, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის ზრდა ხელოვნურია. მისივე თქმით, მსოფლიო მედია საზოგადოებაში შიშს თესავდა. იმავე აზრს იმეორებს თავის პოსტში მომხმარებელი მზია ართმელაძეც, რომელიც ამბობს, რომ მედიამ მთელი სამყარო “დააბოლა”, თითქოს კორონავირუსით ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, საზოგადოებას კი ქუჩებში ყალბ გვამებს აჩვენებდნენ.
Rating
მზია ართმელაძის გამოქვეყნებული ფოტო მანიპულაციურია. რეალურად ფოტო მაიმიში გამართულ საპროტესტო აქციას ასახავს, რომელზეც არა გვამები, არამედ გვამების იმიტაციაა ასახული, რაც საპროტესტო აქცია-პერფორმანსის ნაწილი იყო, რომლის მონაწილეები ვირუსისგან გარდაცვლილებს პატივს მიაგებდნენ და სოციალურ პრობლემებზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ. აქციის მიზანი გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ ყოფილა.
Reviewed by myth detector ↗ ·
Original fact check ↗