The claim
ფეისბუქ-გვერდმა „მოგი*ყანთ ოპოზიცია“ 2019 წლის 21 ივნისს ატვირთული ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას ვიდეო, შემდეგი სიტყვებით გააზიარა: „ქვეყნის გამყიდველების პოზიცია“. ვიდეოში ჩანს ნიკა მელია, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ინტერვიუეს აძლევს. ვიდეო კადრზე განთავსებულია “რუსთავი 2”-ის ლოგო, რომელიც 2019 წლის 20 ივნისით არის დათარიღებული. 8-წამიან ვიდეოში მელია შემდეგ სიტყვებს ამბობს: „უკვე ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის, ერთიც და მეორეც დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთის გავლენა მთლიანად უნდა გავრცელდეს...“
Rating
„მოგიტ*ანთ ოპოზიციას“ მიერ გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია, რადგან ნიკა მელიას ციტატა არასრულად, უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ ნიკა მელია ამ სიტყვებს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოსადმი დამოკიდებულების წარმოსაჩენად იყენებს. მელიას კომენტარი 2019 წლის 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში სტუმრობით გამოწვეულ პროტესტთან დაკავშირებით გააკეთა.
Reviewed by Myth Detector ↗ ·
Original fact check ↗