The claim
ფეისბუკ გვერდმა Travel Georgia გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა ყალბი ამბავი გურჯაანში ბანკზე მომხდარ შეიარაღებულ თავდახმასთან დაკავშრებით. Travel Georgia-ს მიხედვით, “მთავარმა არხმა” რეპორტაჟში მცდარი ინფორმაციის დასადასტურებლად ამერიკის შტატ ოკლაჰომაში მომხდარი ძარცვის ფოტო გამოიყენა. გვერდი მომხმარებლებს მოუწოდებს, გააზიარონ პოსტი, რათა “მთავარი არხი” სიცრუეში ამხილონ. პოსტს თან ახლავს ფოტოსურათი, რომელზეც წითლადაა მონიშნული ორი აფროამერიკელი თავდამსხმელი, ხოლო სურათის ქვედა ნაწილში ჩანს “მთავარი არხის” 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების ლოგო და რეპორტაჟის სათაური, თუმცა აღნიშნული კადრი დასათაურებულია არა როგორც გურჯაანში მომხდარი ყაჩაღობა, არამედ “შეიარაღებული ძარცვა დმანისში”. “Travel Georgia”-ს პოსტს თან არ ახლავს “მთავარი არხის” კონკრეტული გადაცემის ან სიუჟეტის ბმული, რომელიც შეიცავს აღნიშნულ კადრს.
Rating
“Travel Georigia”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ფოტომანიპულაციაა. “მთავარი არხის” ვებ-გვერდზე არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც გურჯაანის ბანკზე მომხდარ თავდასხმას ეხება. ხოლო სიუჟეტები, რომელიც დმანისში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ასახავს, არხის 21 და 22 ოქტომბრის 9 საათიან გამოშვებებში გავიდა და მასში აღნიშნული კადრი გამოყენებული არ არის. ფოტომანიპულაციის გავრცელება წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური მედიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
Reviewed by Myth Detector ↗ ·
Original fact check ↗