Skip to main content

The claim

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ქელბაჯარის რაიონში აღმოჩენილ საფლავის ქვებს შეეხება. გიგაური აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით, რომელიც პოსტში მითითებული არ არის, ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელების მიერ გათავისუფლებულ ქელბაჯარის რეგიონში აღმოაჩინეს სომხური “ცეხი,” სადაც საფლავის ქვებს ამზადებდნენ, გრიგორიანულ ჯვრებს ახატავდნენ, ძველ თარიღებს აწერდნენ, შემდეგ კი მათ ისტორიის გაყალბების მიზნით ხელოვნურად აძველებდნენ და ცდილობდნენ, ეს ტერიტორია ისტორიულ სომხეთად წარმოეჩინათ. პოსტს თან ერთვის ფოტოკოლაჟი, სადაც რამდენიმე ჯვრიანი ქვა არის გამოსახული. პოსტს 2 დეკემბრის 15:00 საათის მონაცემებით 2.1 ათასი გაზაირება აქვს.

Rating

გიორგი გიგაურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქელბაჯარის რეგიონში აღმოაჩინეს სომხური ცეხი, სადაც საფლავის ქვებს ისტორიის გაყალბების მიზნით ხელოვნურად აძველებენ, მტკიცებულებების გარეშეა, ხოლო ტექსტის თანმხლები ფოტოებიდან არცერთი არ არის გადაღებული აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ქელბაჯარის რეგიონში: ღია წყაროებით ძებნისას, ერთ ფოტოზე სევანის მონასტრის, ხოლო მეორეზე - ქოთავანქის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაა მითითებული. იდენტური ინფორმაცია ინტერნეტ

Reviewed by მითების დეტექტორი ↗ ·

Original fact check ↗