The claim
Facebook-გვერდებმა Fაქტები, განსხვავებული ツ და Bachita გამოაქვეყნეს მამაკაცის ფოტო, რომელსაც თავი სახრჩობელის ყულფში აქვს გაყოფილი და იღიმის. სამივე პოსტს იდენტური აღწერა აქვს გაკეთებული: „მან გატეხა 217 ბანკის ანგარიში, შეაგროვა 400 მილიონი და დაურიგა გაჭირვებულ ხალხს... სიკვდილსაც ასე, ღიმილით შეხვდა, მისი სახელი იყო ჰამზა, ალჟირელი ჰაკერი...“ 25 ოქტომბერს ფოტო იდენტური აღწერით გამოქვეყნდა ფეისბუქ გვერდზე „Georgian • ქართველი“.
Rating
Facebook-გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტები ფოტომანიპულაციაა. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არა ალჟირელი ჰაკერი ჰამზა, არამედ მაჯიდ კავუსიფარია, რომელიც ირანში მოსამართლის მკვლელობისთვის 2007 წელს სიკვდილით დასაჯეს. ალჟირელ ჰაკერ ჰამზა ბენდელაჯს კი აშშ-ს სასამართლომ კომპიუტერული ვირუსის გავრცელებით ბანკების გაქურდვისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 2016 წელს მიუსაჯა.
Reviewed by Myth Detectot ↗ ·
Original fact check ↗