The claim
ფეისბუქ-გვერდმა „მოგიტ*ანთ ოპოზიცია“ საკუთარ გვერდზე 2019 წლის 17 ნოემბერს ატვირთული ვიდეო, შემდეგი აღწერით გააზიარა: „ვაშაძის მიმართვა ხალხს“. 16-წამიან ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესაუბრება გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს 2019 წლის 17 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე. ვიდეოში ვაშაძე ამბობს: “ოპოზიციური პარტიების აზრი, უკაცრავად თქვენთან ამ ლექსიკისთვის, ფეხებზე მკიდია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ფეხებზე მკიდია, მოქალაქის აზრი ფეხებზე მკიდია, იშიმშილებთ და იქნებით უუფლებო, სადამდეც ჩვენ გვენდომება, ეს არის.”
Rating
ფეისბუქ-გვერდ „მოგიტ*ანთ ოპოზიციას“ მიერ გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია, რადგან გრიგოლ ვაშაძის ციტატა არასრულად, უკონტექსტოდ ვრცელდება. გვერდს ვაშაძის 3-წუთიანი საუბრიდან ამოჭრილი აქვს 16-წამიანი მონაკვეთი, რაც მის ორიგინალ ვიდეოში ნათქვამ სიტყვებს აზრს უცვლის. რეალურად გრიგოლ ვაშაძე ამ სიტყვებით თვითონ კი არ მიმართავს ხალხს, არამედ მათ საქართველოს მოქალაქეებისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების წარმოსაჩენად იყენებს. გავრცელებული ვიდეო გრიგოლ ვაშაძისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
Reviewed by Myth Detector ↗ ·
Original fact check ↗