The claim
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს ფეისბუკ მომხმარებელმა Tea Pirtskhalava პირად გვერდზე აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. სურათში რაისს აცვია მაისური, რომელზეც გამოსახულია რიცხვი 41, ხოლო სურათს ქვედა ნაწილში აქვს ინგლისურენოვანი წარწერა “It’s My Team. Georgian Dream”. ფოტოსურათს თან ახლავს აღწერა: “ელვა-ფოტო ვაშინგტონიდან”.
Rating
გავრცელებული პოსტი ფოტომანიპულაციაა. რეალურად კონდოლიზა რაისის ფოტო 2012 წელს, „ნაციონალური საფეხბურთო ლიგის“ კამპანია „ეს ჩემი გუნდია“ (It’s my team) ფარგლებშია გადაღებული. კონდოლიზა რაისის მაისურზე 16 ნომერია გამოსახული და არა 41 და ის მხარს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ კლივლენდის საფეხბურთო გუნდს უჭერს.
Reviewed by Myth Detector ↗ ·
Original fact check ↗